PSP ფარმასა და შვეიცარიულ კომპანია „დოქტორ ვაილდს“ შორის მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა და ექსკლუზიური თანამშრომლობის კონტრაქტის გაფორმდა.
„დოქტორ ვაილდი“ შვეიცარიის ბაზრის ლიდერი კომპანიაა პირის ღრუს მოვლის საშუალებების წარმოებისა და გაყიდვების მიხედვით. 90-წლიანი ისტორიის კომპანია 1940 წლიდან წამყვან დენტალ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ინოვაციურ და ექსკლუზიურ პირის ღრუს მოვლის საშუალებებს ქმნის, როგორც ყოველდღიური მოვლისთვის, ასევე სპეციფიური საჭიროებების, პირის ღრუს პრობლემებისა და მისი სიჯანსაღისთვის. კომპანია პროდუქციას შვეიცარიის ქალაქ მაინტსში არსებულ საკუთარ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში აწარმოებს და მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში მუდმივად აკონტროლებს.
„დოქტორ ვაილდის“ მრავალფეროვანი ასორტიმენტის ინოვაციური კბილის პასტები, გელები და სავლები საშუალებები მსოფლიოს 40 ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. უახლოეს პერიოდში შვეიცარული პირის ღრუს მოვლის ინოვაციური პროდუქტები უკვე ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება“, - აცხადებენ PSP-ში.
(R)




























