Accor-ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, სტუმრებს ივლისიდან მიიღებენ. სასტუმროს პერსონალის დაქირავება უკვე დაწყებულია.
უმსხვილესი ფრანგული ბრენდის Accor-ის ჯგუფში შემავალი 5*-იანი სასტუმრო „აქსის თაუერსის“ შუშის კოშკში განთავსდება. სასტუმროში 226 ნომერი, საბანკეტო დარბაზები, რესტორნები, ბარები და სპა ცენტრი განთავსდება.
Pullman -ის ბრენდის შემოყვანა „აქსისმა“ ჯერ კიდევ 2016 წელს დააანონსა. მაშინ ითქვა, რომ სასტუმრო 2018 წელს გაიხსნებოდა. თავად ტყუპი ცათამბჯენების „აქსის თაუერსის“ მშენებლობა კი, 2006 წელს დაიწყო. პროექტი რამდენიმე წლის განმავლობაში შეჩერებული იყო და 2015 წელს „აქსისისა“ და „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ პარტნიორობით განახლდა.
სასტუმრო Pullman-ის გარდა „აქსის თაუერსში“არის საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები.