მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pullman Tbilisi Axis Towers-ს ახალი გენერალური მენეჯერი ჰყავს

628351141973d
BM.GE
17.05.22 17:22
1774
ზაფხულში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე Axis Towers-ში იხსნება 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფრანგი მენეჯერი - ვინსენტ დიუჟარდენი უხელმძღვანელებს.

ვინსენტის კარიერა „აკორის“ სასტუმროების ჯგუფში 34 წლის წინ, საფრანგეთში, სასტუმრო „ნოვოტელ ლილში“ იწყება. ბოლო 18 წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდა. მის სახელს არაერთი წარმატებული სასტუმროს პროექტი უკავშირდება. მათ შორისაა Sofitel და Pullman Mali, Pullman Dakar Teranga Senegal, Novotel Sofia Bulgaria, Novotel Warsaw Centrum Poland, Novotel Ibis Adagio Moscow და Swissotel Resort Kamelia Sochi Russia.

„ჩემს კარიერაში ახალ ეტაპსა და თბილისში ცხოვრებას სიამაყით ვიწყებ, შესანიშნავი „პულმან თბილისი აქსის თაუერსის“ გახსნით, ენერგიული და ინოვაციური კონცეფციით, რომელსაც დიდი ხანია ყველა ელოდება.

პანდემიური გამოწვევების შემდეგ ტურიზმი და კონფერენციები ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება. საქართველო კვლავ მოწინავე ადგილზე რჩება ქვეყანაში მოგზაურობის მსურველთა ინტერესით.“

ერთ-ერთ უმსხვილეს ფრანგულ ბრენდ Accor-ის ჯგუფში შემავალი პრემიუმ-კლასის სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers თბილისის ყველაზე მაღალსართულიან შენობაში მდებარეობს. ეს ულტრათანამედროვე, გამორჩეული კონცეფციის მქონე სასტუმროა, 220 დახვეწილი დიზაინის ოთახითა და 2000 მ2 - ის საკონფერენციო სივრცით. 140 მეტრის სიმაღლეზე განთავსებული რესტორნიდან და ბარიდან ქალაქის პანორამული ხედები იშლება.

Pullman-ი მსოფლიოს 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი, 145-ზე მეტი სასტუმროთი.
(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები