მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pulsar AI-ის დიდი წარმატება

BM.GE
14.05.21 12:19
1523

პირველი ქართული სტარტაპის პირველი უდიდესი წარმატებაა - პულსარ ეიაი შეიძლება იქცეს როლურ მოდელად მათთვის, ვისაც აქამდე არ სჯეროდა, რომ საქართველოშიც ბიზნესიდეამ შეიძლება დიდი ფული მოიტანოს - ჯერ ზუსტად არ ვიცით რამდენი, მაგრამ ფაქტია, მილიონებზე ვსაუბრობთ.


დიახ, სულ რამდენიმე დღის წინ, ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანია SpinCar-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ ქართული სტარტაპი Pulsar AI შეიძინეს. თავად Pulsar AI-ის ინფორმაციით, ქართული კომპანიის ღირებულება უკვე რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია და ისინი SpinCar-თან ერთად აგრძელებენ სვლას მილიარდიანი ღირებულების მოპოვებისთვის. ამ გარიგების შედეგად, Pulsar AI-ის ტენოლოგიების ინტეგრირება მოხდება SpinCar-ის პლატფორმაზე და პულსარის ყველა დასაქმებული ტექნოლოგიის განვითარებას გლობალური კომპანიის გუნდთან ერთად განაგრძობს.

პულსარის Conversational AI-ის პლატფორმა ავტომატიზებული დიალოგის საშუალებით როგორც იმეილის არხში, ასევე sms-ით,ავტომანქანის პოტენციურ მყიდველს დილერთან აკავშირებს . პულსარმა 2019 წელს სილიკონის ველზე მილიონ ორასი ათასი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა და უმოკლეს დროში უკვე გახდა პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი წარმატებული გლობალური “Exit” - ით.

ქართველ-ამერიკელი ანტერპრენერი ჯორჯ არისონი აქტიურად უჭერდა მხარს კომპანიას და ეხმარებოდა გუნდს ავტო-ინდუსტრიის საცალო გაყიდვების სფეროში არსებული უნიკალური შესაძლებლობების იდენტიფიცირებაში. პულსარი ასევე ერთ-ერთი პირველი იყო იმ კომპანიებს შორის, რომელმაც მიიღო მხარდაჭერა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან - GITA-დან.

სტუმარი: სოფო ჭყოიძე - Pulsar AI, თანადამფუძნებელი
 




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები