მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Pulsar Al-ის პროექტი მედიასაშუალებების მონიტორინგს ხელოვნური ინტელექტით განახორციელებს

5c7545c13f967
ანუკა ჯოხაძე
26.02.19 21:01
3504
Pulsar Al-ის პროექტი მედიასაშუალებების მონიტორინგს ხელოვნური ინტელექტით განახორციელებს.

ამის შესახებ Pulsar Al-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დაჩი ჭოლაძემ „საქმიან დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს პროექტი დააფიქსირებს სახეებს და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დაადგენს, ესა თუ ის ნიუსი პოზიტურია თუ ნეგატიური.

“მოვიგეთ გრანტი, რომელიც მედია მონიტორინგის პროექტს ეხება. ეს პროექტი ამონიტორებს ნებისმიერ მედიასაშუალებას, მათ შორის ტელევიზიასაც. აფიქსირებს სახეებს და ზომავს პოზიტიურ და ნეგატიურ ნიუსებს, რომელია ყველაზე მწვავე. რამდენიმე თვეში დავასრულებთ უკვე ამ პროექტს, დიდი წილი სამუშაოების უკვე შესრულებულია“, - აცხადებს Pulsar Al-ის აღმასრულებელი დირექტორი დაჩი ჭოლაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები