მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Puma გაყიდვების პროგნოზს ზრდის

5db15c623144b
მიხეილ ხაჩიძე
24.10.19 23:40
927
აშშ-ჩინეთის სავაჭრო დავის მიუხედავად, სპორტული საქონლის მწარმოებელი კომპანია Puma კვლავ ზრდის გაყიდვების პროგნოზს და  მოგების ტენდენციის შენარჩუნებაშიც დარწმუნებულია. კომპანიის ინფორმაციით, წლის ბოლოსთვის გაყიდვები დაახლოებით, 15%-ით გაიზრდება. როგორც  აღმასრულებელი დირექტორი ბიორნ გიულდენი ამბობს,  საოპერაციო მოგება (EBIT)  420-დან 430 მილიონ ევრომდე განისაზღვრება.


2019 წლის  9 თვეში  "პუმას" გაყიდვებმა, 4.02 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც გასულ წელთან შედარებით, 16%-ით მეტია. ამ პერიოდში კომპანიის საპერაციო მოგება 28%-ით გაიზარდა და 385 მილიონი ევრო შეადგინა.


"მესამე კვარტალი დასრულდა საუკეთესოდ, "პუმას" მსგავსი შედეგები აქამდე არ დაუფიქსირებია", - განაცხადა გიულდენმა.


სპორტული მწარმოებლისთვის ყველაზე დიდი და მოთხოვნადი ბაზრები აზიაში, უპიველეს ყოვლისა, ისევ ჩინეთია. ლიდერია ასევე ამერიკის შეერთებული შტატები. რაც შეეხება ევროპას, აქ Puma-ზე მოთხოვნა მხოლოდ ივლისიდან -  სექტემბრამდე, თითქმის 10%-ით არის მომატებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები