პური გაძვირდა.
ამის შესახებ bm.ge-ის ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განუცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის ერთი ტომარა პურის ფქვილის ფასი 46-47 ლარია, მაშინ როდესაც ცოტა ხნის წინ 43-44 ლარი ღირდა.
რაც შეეხება ხორბლის ფასებს, ის 30 დოლარით გაიზარდა და 1 ტონა ხორბალი $240 ღირს.
გაძვირების მიზეზებს შორის, ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ვალუტის კურსს და რუსეთში ხორბლის ფასების ზრდას ასახელებს.
„ფასები რუსეთში გაზრდილია, პურის ფასი იქ 10%-15%-ით გაიზარდა“, - აცხადებს სილაგავა.