მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პურის ცხობის მასტერკლასი, თუშური კერძები და ადგილობრივი ღვინო - რას სთავაზობს „ლაგაზი მარანი“ სტუმრებს?

მარანი

ალვანში, ნათია მაჭარაშვილისა და შოთა ლაგაზიძის მიერ შექმნილი „ლაგაზიძეების მარანი“ ტურისტებს არაერთ მომსახურებას სთავაზობს. როგორც BM.GE-ის ნათია მაჭარაშვილმა განუცხადა, მათთან მისულ სტუმარს შეუძლია დააგემოვნოს თუშური კერძები, თუშური ყველი, ადგილზე მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული ღვინო და ადგილზე გამომცხვარი პური.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სტუმრებისთვის დასარჩენი სივრცე არ აქვთ, თუმცა ადგილზე აქვთ მაღაზია, სადაც სახლში დამზადებულ პროდუქციას ყიდიან.

„სახლში, რომელშიც ვცხოვრობთ, გვაქვს ლანჩის და ვახშმის ორი ოთახი. მაღაზია მაქვს ასევე ჩემი, სადაც სახლში დამზადებულ პროდუქციას ვყიდი. ეს არის ჩვენი ობიექტი, ვერ ვტოვებთ ხალხს, რადგან ჩვენ ცოტა ადგილი გვრჩება, თუმცა გვაქვს დეგუსტაცია, ლანჩზე და ვახშამზე ვეპატიჟებით სტუმრებს. როცა სტუმარი მთა-თუშეთში მიდის, ჩვენი სახლი გაჩერების ობიექტია. ჩვენი ძირითადი ნიშა არის ის, რომ მოდიან თუშურ ოჯახში, ვახვედრებთ თუშურ ტრადიციულ საჭმელს, ვცდილობთ, რომ მარტო ღვინოზე არ გვქონდეს საუბარი, არამედ საუბარი გვქონდეს თუშურ ყველზე, ნაციონალურ კერძებზე, ვისაც აინტერესებს ამ კუთხით გასტრონომია და ღვინო, მოდიან ჩვენთან სხვადასხვა ქვეყნიდან. ძალიან ხშირად გვყავს სტუმრები საფრანგეთიდან, ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ჩეხეთიდან და პოლონეთიდან“, - განაცხადა ნათია მახარაშვილმა.

მისივე თქმით, წელს ივლის-აგვისტოში ჯავშნების რაოდენობამ იკლო, თუმცა მასპინძლები ამას მათივე მხრიდან ხშირად ნათქვამ უარსაც უკავშირდება.

„მოთხოვნა წინა წლებთან შედარებით წელს თითქოს ნაკლებია, თუმცა შეიძლება ეს იმის გამო ხდება, რომ თბილისში ხშირად გვიწევს ყოფნა და გვიწევს, გარკვეულ ჯგუფებზე უარი ვთქვათ. მაგრამ მაინც ვფიქრობ, თითქოს ნაკლებია შეკვეთები წინა წლებთან შედარებით. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სექტემბერ-ოქტომბერი უფრო დატვირთულია და ჯავშნები გვაქვს. ივლის-აგვისტოსთან შედარებით დატვირთულობა მეტი გვაქვს“, - განაცხადა ნათია მაჭარაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები