თბილისის საკრებულოს გადაწყვრტილებით, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1900 კვ.მ ფართობის ნაკვეთს შეეცვალა ფუნქციური ზონის სტატუსი და და "სატრანსპორტო ზონა-2" გახდა, რათა ადგილზე ავტოსადგომი აშენდეს.
რაც შეეხება ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 4600 კვ.მ ფართობს, მასაც შეეცვალა დანიშნულება და "სარეკრეაციო ზონა 2"-ის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება სარწყავი სისტემის განთავსება გოლფის სათამაშო მოედნისა და ბოტანიკური ბაღისთვის. ეს გადაწყვრტილება საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა 25 ხმით სამის წინააღმდეგ მიიღეს. სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია.
ამ წუთებში საკრებულოს შენობაში რჩებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამართალდამცველები.

























