The Moscow Times -ის ინფორმაციით, რუსული საპროტესტო ჯგუფის Pussy Riot-ის წევრი საქართველოში არ შემოუშვეს. გამოცემის ცნობით აღნიშნულმა ფაქტმა აქტივისტებისა და ჟურნალისტების იმ ნაწილში, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიქცნენ, შეშფოთება გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, ოლგა ბორისოვა თბილისის აეროპორტში ორშაბათს ნაშუადღევს გააჩერეს.
”კითხვებიც კი არ დაუსვამთ ჩემთის” - თქვა ბორისოვამ, რომელიც დეპორტირებული იქნა თურქეთში, შემდეგ კი ნიდერლანდებში, რადგან ის თავდაპირველად ამსტერდამიდან თბილისში სტამბულის გავლით გაფრინდა.