მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პუტინი ატომური იარაღით მოამარაგებს ყველას, ვინც რუსეთისა და ბელარუსის კავშირს შეუერთდება“ - ლუკაშენკო

64735eb79dc24
სალომე ხიდურელი
28.05.23 17:07
774
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, რუსეთი ატომური იარაღით მოამარაგებს ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისა და ბელორუსის კავშირში გაერთიანდებიან. ამის შესახებ ლუკაშენკომ რუს პროპაგანდისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში ისაუბრა.

„არ ვფიქრობ, რომ ყასიმ ტოკაიევი [ყაზახეთის პრეზიდენტი] ამაზე ღელავს, თუმცა, თუ უეცრად რაღაც მოხდება, არავინ იქნება წინააღმდეგი, თუ სხვა ქვეყნებსაც ისეთივე ახლო კავშირი ექნებათ რუსეთის ფედერაციასთან, როგორც ჩვენ.

ძალიან მარტივია: ქვეყნები უნდა შეურთდნენ ბელარუსის კავშირს რუსეთდან და სულ ესაა, გვექნება ატომური იარაღი ყველასთვის“, - განაცხადა ლუკაშენკომ მოსკოვში 25 მაისს გამართულ უმაღლეს ევრაზიულ ეკონომიკურ საბჭოს სხდომაზე დასწრებისას.

ინფორმაციას Ukrainska Pravda ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები