მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პუტინი NATO-ს წევრ ქვეყანაში შეჭრას გეგმავს" - გარი კასპაროვი

გარი კასპაროვი

რუსმა ოპოზიციონერმა, გარი კასპაროვმა გამოცემა Politico-სთვის მიცემულ ექსპლუზიურ ინტერვიშუ მოსკოვის მხრიდან სამხედრო ესკალაციის საფრთხეებზე ისაუბრა. მისი თქმით, ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას არ გეგმავს და სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კონფლიქტის ესკალაციას აპირებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კასპაროვი მოსკოვის მხრიდან ახალ პროვოკაციებს პირდაპირ NATO-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ მოელის. ოპოზიციონერის ვარაუდით, რუსეთმა შესაძლოა ესტონეთის ან ლატვიის წინააღმდეგ მცირე მასშტაბის სამხედრო ინტერვენციაც კი განახორციელოს. კასპაროვი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით კრემლი ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა მოკავშირეების რეაგირების მასშტაბების შემოწმებას გეგმავს.

კასპაროვის აზრით, NATO-ს რეპუტაციის შესალახად მოსკოვს სრულმასშტაბიანი თავდასხმა არ დასჭირდება. მისი თქმით, რუსეთმა შესაძლოა მხოლოდ რუსულენოვანი მოსახლეობით დასახლებული მცირე სასაზღვრო ქალაქი დაიკავოს და შემდგომ ალიანსის პასუხს დაელოდოს. კასპაროვი შიშობს, რომ ვაშინგტონის მხრიდან რეაგირების არარსებობის შემთხვევაში, ალიანსი არსებობას ფაქტობრივად შეწყვეტს.

ცნობისთვის, გარი კასპაროვი ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მოთამაშედ მიიჩნევა. მან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 22 წლის ასაკში მოიპოვა. ამჟამად იგი PACE-ის სპეციალურ პლატფორმაზე მუშაობს და დევნილ თანამემამულეებს სამართლებრივი სტატუსის მოპოვებაში ეხმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები