ვლადიმირ პუტინმა მისი პრესმდივნის დიმიტრი პესკოვისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ ადრე გაკეთებული განცხადებები გაიმეორა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი, დასავლეთისგან განსხვავებით, საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში არ ერევა .
"უბრალოდ არ ვეხებით", - აღნიშნა მან.
როგორც პუტინმა განაცხადა, ის გაოცებული იყო იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს მთავრობა ბოლო კანონპროექტებთან დაკავშირებით, პოზიციას იცავდა.