რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის არ უარყოფს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების იდეას. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნულის შესახებ პუტინმა სანკტ-პეტერბურგში აფრიკის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ისაბრა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ აფრიკული და ჩინეთის ინიციატივები შეიძლება მშვიდობის დამყარების საფუძველი გახდეს.
აქამდე უკრაინამ და რუსეთმა განმარტეს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან გარკვეული წინაპირობების გარეშე არ დასხდებიან. კიევის ცნობით, ქვეყანა ტერიტორიების დათმობას არ აპირებს, მაგრამ, მოსკოვი თვლის, რომ უკრაინამ "ახალი ტერიტორიული რეალობა" უნდა მიიღოს.