მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინი სოჭში ბჟანიას შეხვდება

პუტინი და ბჟანია

ვლადიმირ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს შეხვდება. რუსეთის პრეზიდენტისა და ასლან ბჟანიას შორის შეხვედრა 4 ოქტომბერს, სოჭში გაიმართება. 

ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დღის წესრიგით "ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის საკითხებია" გათვალისწინებული.

ასლან ბჟანიასა და ალან გაგლოევს დღეს სერგეი ლავროვი შეხვდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებსა და ე.წ.  საგარეო საქმეთა მინისტრებს მათი დამოუკიდებლობის აღიარების გაფართოების კუთხით დახმარებას დაჰპირდა.

ამასთან, სერგეი ლავროვმა აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრებთან 2024-2025 წლების საგარეო პოლიტიკის ერთობლივი გეგმების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები