ნავთობის ფასი რეკორდულ მატებას განაგრძობს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ორშაბათის ვაჭრობის შემდეგ, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 66,57 აშშ დოლარი შეადგინა, რაც პარასკევის მაჩვენებელზე $1.83-ით მეტია.
ამერიკული West Texas Intermediate-ის ფასმა კი, $1,59 აიწია და და ბარელზე 60,06 დოლარი დაფიქსირდა.
ნავთობზე ფასების ზრდის გადამწყვეტ იმპულსად ანალიტიკოსები ამჯერად "დიდი ოცეულის" სამიტს ასახელებენ, სადაც მნიშვნელოვანი ნავთობმიმწოდებელი ქვეყნები - რუსეთი და საუდის არაბეთი წარმოების ლიმიტის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
როგორც ვლადიმერ პუტინმა და საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა შაბათს განაცხადეს, ნავთობის წარმოების შეზღუდვითი პროცესი 6-დან 9 თვემდე გადაიწევს.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში Opec+ სახელმწიფოები დღეში 1,2 მილიონი ბარელი ნავთობის ამოტუმბვაზე შეთანხმდნენ; შეზღუდვებმა ფასების სტაბილურობა უნდა გამოიწვიოს.

























