რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და უკრაინაში ომის დასრულების შესაძლო სცენარზე ისაუბრა. როგორც ქვეყნის ლიდერმა განაცხადა, ომი დასრულებულად არ გამოცხადდება, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ორ რეგიონს - ლუგანსკსა და დონეცკს სრულად არ დატოვებენ.
საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ თუ უკრაინა მოთხოვნას საკუთარი ნებით არ დააკმაყოფილებს, რუსეთი ამ მიზანს ძალით მიაღწევს. ცნობისთვის, უკრაინული ჯარი ლუგანსკის 30%-ს კვლავ აკონტროლებს, დონეცკი კი თითქმის სრულად რუსეთის ხელშია.
რუსეთის ლიდერმა ამერიკული მხარის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა მხოლოდ საწყისი წერტილია და მისი ცვლილება მოლაპარაკების ეტაპზე შესაძლებელია, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ინტერესები მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული. მათ შორის, ერთ-ერთი სამშვიდობო დოკუმენტში ისეთი წინაპირობის ჩადებაა, რომელიც უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას სრულად შეუძლებელს გახდის.




























