პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის საინვესტიციო ჰოლდინგს, USM-ს წილის გასხვისების, განკარგვის და გადაცვლის სპეციალური უფლება მიეცა.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, Megafon-ისა და Metalloinvest-ის მფლობელ ჰოლდინგს აქვს იმის უფლება, საკუთარი წილი გაასხვისოს ან გადაცვალოს.
ძირითადად, ასეთ გადაწყვეტილებას კომპანიები მაშინ იღებენ, როდესაც მათ აქციების სანაცვლოდ აქტივის შეძენა/გასხვისება და მფლობელობის სტრუქტურაში კორექციის შეტანა სურთ.
აღსანიშნავია, რომ USM ჰოლდინგი და მასში შემავალი კომპანიები აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ არიან, შესაბამისად, მათ საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელება შეზღუდული აქვთ.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ალიშერ უსმანოვის ქონება $14.5 მილიარდს შეადგენს და ის ერთ-ერთი უმდიდრესი რუსი ოლიგარქია.