რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში შექმნილი მდგომარეობა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა. ინფორმაციას ria.ru ავრცელებს.
“ექსტრემისტული ელემენტების მიერ მოწყობილი რუსოფობიური პროვოკაციის პროვოცირება რუსი პარლამენტარების მიმართ შეფასდა როგორც „ძალიან საშიში გამოვლინება” უშიშროების საბჭოს მიერ”,- აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი.
მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია, გააფრთხილოს რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის ტურისტები, რომლებიც მიემართებიან ან უკვე იმყოფებიან საქართველოში, შესაძლო საფრთხეების შესახებ, რომლებიც გამოწვეულია “ექსტრემისტული ელემენტებისგან”.

























