მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პუტინმა უკრაინაში შეჭრისთვის რუსული სამხედრო ძალის 2/3 გამოიყენა – CNN

621ba1252c762
სალომე მეცხვარიშვილი
27.02.22 20:02
14424
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრისთვის რუსული სამხედრო ძალის 2/3 გამოიყენა – ინფორმაციას CNN აშშ–ის თავდაცვის ძალების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ეს ნიშნავს, რომ მას სამხედრო ძალის ერთი მესამედი უკრაინის გარეთ ჰყავს, რაც უმნიშვნელო არ არის" – ამბობს მაღალჩინოსანი.

აშშ–ის შეფასებით, 27 თებერვლის დილისთვის რუსულმა ძალებმა 320–ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები