მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პუტინს მოვუწოდე დაასრულოს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში“ - რაზე ისაუბრეს შოლცმა და პუტინმა?

გერმანია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორი წლის განმავლობაში პირველად გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს ტელეფონით ესაუბრა. კრემლში აღნიშნავენ, რომ 2022 წლის დეკემბრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის საუბარი გერმანული მხარის ინიციატივით შედგა.

„უკრაინაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით აზრების გულწრფელი და დეტალური გაცვლა მოხდა. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ არსებული კრიზისი NATO-ს მრავალწლიანი აგრესიული პოლიტიკის შედეგია, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე ანტირუსული პლაცდარმის შექმნაზე იყოს მიმართული, უსაფრთხოების საკითხებში რუსეთის ინტერესებისა და რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების უგულებელყოფით“, - განმარტავენ კრემლში.

სატელეფონო საუბრის შესახებ X-ზე გერმანიის კაცლერმაც პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია: „ტელეფონით ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს და მოვუწოდე დაასრულოს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და გაიყვანოს თავისი ჯარები. რუსეთმა უნდა აჩვენოს უკრაინასთან მოლაპარაკებების მზაობა, იმ მიზნით, რომ მივაღწიოთ სამართლიან და მტკიცე მშვიდობას“, - დაწერა გერმანიის კანცლერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები