კრემლის პრეს-სპიკერის განცხადებით, ინიციატივა უკრაინულ მხარეს ეკუთვნოდა. როგორც დიმიტრი პესკოვი განმარტავს, უკრაინისა და რუსეთის პირველმა პირებმა დონბასში კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე იმსჯელეს, განიხილეს ორივე მხრიდან დაკავებული ადამიანების გადაცემის საკითხებიც.
ასევე, როგორც ცნობილი გახდა, მეზობელი ქვეყნების მეთაურებმა ისაუბრეს კონტაქტების გაგრძელების შესაძლებლობაზე ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში. შეთანხმდნენ, რომ მუშაობა ექსპერტების დონეზე წარიმართება.

























