ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კერძო ბიზნესებს კადრების დეფიციტი 358 მილიარდი ევრო უჯდებათ წელიწადში -ამის შესახებ PwC-ის EMEA - ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა კერძო ბიზნესის 2019 წლის კვლევის ანგარიშშია ნათქვამია. როგორც ირკვევა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (CEE) კერძო ბიზნესების ყველაზე დიდი გამოწვევა საჭირო უნარების მქონე კადრების დეფიციტია, რაც ბიზნესების ზრდას უშლის ხელს.
„PwC-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, (EMEA-ს კერძო ბიზნესის კვლევა 2019) ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის 15 ქვეყანაში, რომელმაც მოიცვა 600 სამეწარმეო ბიზნესი, გამოავლინა უფრო ფართომასშტაბიანი და აქტუალური პრობლემები რეგიონში. გამოკვლეული კომპანიების მეოთხედი აცხადებს, რომ საჭირო უნარების მქონე კადრების დეფიციტის გამო მათი შემოსავლების 5% იხარჯება ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ყოველწლიურად. PwC-ის გათვლებით უნარების დეფიციტი რეგიონში იწვევს 358 მილიარდი ევროს ოდენობის შემოსავლის დანაკარგს ყოველწლიურად და ეს მხოლოდ კერძო სექტორისათვის. შედარებისათვის ეს ხორვატიის, უნგრეთისა და სლოვაკეთის გაერთიანებულ მშპ-ზე მეტია“, - ნათქვამის ანგარიშში.
კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კერძო ბიზნესების ნახევარი მომდევნო 12 თვის განმავლობაში შემოსავლების ზრდის მოლოდინშია, მხოლოდ 8% მოელის უფრო დაბალ შემოსავლებს. ოპტიმიზმის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევრაზიაში დაფიქსირდა (70%), რასაც მოჰყვება ხორვატია (67%), ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რუსეთსა (42%) და რუმინეთშია (52%).
„ფრთხილი განწყობა შესაძლოა ასახავს გლობალურ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქარიშხალი გვიახლოვდება. ბევრი ეკონომისტი მიგვანიშნებს 2019 წელს ეკონომიკური ზრდის შენელების თაობაზე, რაც , როგორც ჩანს გაგრძელდება, ძირითადად ჩინეთში ეკონომიკური ზრდის შენელების და ასევე აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო ომის ფონზე გამოწვეული გაურკვევლობების გამო. ბრექსიტის შესაძლო გავლენის, ევროზონის სტაბილურობის და დასავლეთ ევროპის ეკონომიკების სისუსტის საშიშროებები ეჭვქვეშ აყენებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისადმი ნდობის ფაქტორს.“ - აცხადებს PwC-ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კლიენტებისა და ბაზრების ლიდერი იგორ ლოტაკოვი.
ამასთან, კვლევამ აჩვენა რომ - ლიდერების უმეტესობა (68%) ციფრულ სისტემებზე გადასვლას პროცესების გაუმჯობესების საშუალებად მიიჩნევს, და გამოკითხულთა თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ ციფრულ სისტემებს გამოიყენებენ მონაცემთა ანალიზისათვის, რათა მოახდინონ პროდუქციის და მომსახურებების შემდგომი ადაპტაცია. გამოკითხულთა მხოლოდ 35% -ს უფრო რთული მიდგომა აქვთ ციფრულ პროცესებისადმი, განიხილავენ რა მას, როგორც კომპლექსური ციფრული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებად, რომლებიც საბოლოო ჯამში პასუხობენ კლიენტების მოთხოვნებს.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კერძო ბიზნესების მხოლოდ 23% გეგმავს თავიანთი ინვესტიციების 5%-ზე მეტი გაიღონ ციფრულ სისტემებზე გადასვლისთვის, ევროპის 35%-ის სხვა ნაწილისგან განსხვავებით, მაგალითად როგორიცაა სკანდინავია.
შეგახსენებთ: 2019 წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით PwC-იმ გამოკითხა 53 ქვეყნის (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა) 2,993 კერძო ბიზნესის ლიდერები მინიმუმ € 10 მილიონი ბრუნვით. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის 15 ქვეყნიდან გამოიკითხა 600 კერძო ბიზნესი, რაც საფუძვლად დაედო ამ ანგარიშს. დასავლეთ ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა ცალკე ანგარიშის სახით არის წარმოდგენილი. შედეგებზე დაყრდნობით დათვლილი იქნა არასაკმარისი უნარების გამო გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგები. მიღებული შედეგების გაანალიზება და შეფასება განახორციელეს PwC-ის ციფრული, სტრატეგიული და კერძო ბიზნესების ექსპერტებმა.

























