2018 წლის 1 ივლისიდან PwC საქართველოს ახალი მმართველი პარტნიორი ლაშა ჯანელიძეა.
ის შეცვლის ალტაფ ტაპიას, რომელიც კანადაში გადაინაცვლებს 2018 წლის ივლისიდან.
„ალტაფის ხელმძღვანელობით, PwC საქართველომ თავისი ადგილი დამიმკვიდრა საქართველოს ბაზარზე, დანერგა მომსახურების ახალი მიმართულებები და განახორციელა საინტერესო პროექტები. ფირმას აქვს საკმაოდ მყარი საფუძველი და პოტენციალი, რომ განაგრძოს შემდგომი ზრდა და განვითარება.
ახალი მმართველი პარტნიორის პოზიციაზე, ლაშა ჯანელიძე უხელმძღვანელებს თბილისის ოფისში დასაქმებულ 100-ზე მეტ პროფესიონალს და სათავეში ჩაუდგება ქვეყანაში ფირმის შემდგომ გაძლიერებას და განვითარებას.
ლაშა 2005 წლიდან არის ჩართული PwC საქართველოს ოფისის განვითარების პროცესებში, მას 16 წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს, არის სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის დიპლომირებული წევრი (FCCA).“, - განმარტავენ კომპანიაში.

























