მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PwC საქართველოს სამი ახალი დირექტორი ჰყავს

PWC
10.09.24 09:50
783

"ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველოს" 1 სექტემბრიდან ახალი დირექტორები ჰყავს: ნანა ჩხობაძე, ეთო იოსებიძე და ბენ პიტერსენი - თითოეულ მათგანს აქვს ადგილობრივი და რეგიონალური კლიენტების მომსახურების მდიდარი გამოცდილება. საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

ნანა ჩხობაძე, დირექტორი, მარწმუნებელი გარიგებები და ტრანზაქციები:

“ჩემთვის დიდი პატივია ვიყო მარწმუნებელი გარიგებების და ტრანზაქციის მომსახურებების მიმართულების დირექტორი. ეს დაწინაურება აღიარებაა იმ პასუხიუსმგებლობის, რომელიც მე ავიღე ინდუსტრიის ზოგიერთ რთულ და კომპლექსურ საკითხებზე მუშაობისას. ჩემი კარიერის განმავლობაში, მქონდა პატივი, მეხელმძღვანელა PwC პროფესიონალებისთვის, შემეთავაზებინა სტრატეგიული და დროული რჩევები ისეთ კომპლექსურ პროექტებზე, როგორიცაა შერწყმა და შესყიდვები (M&A), რესტრუქტურიზაცია, ერთობლივი საწარმოები და სტრატეგიული ალიანსები, რამაც შემდგომში უზრუნველყო შესაბამისობა მოთხოვნებთან და მნიშვნელოვანი ღირებულება მოუტანა კლიენტებს და ასევე ფირმას.

ჩემი დაწინაურება არ არის მხოლოდ პირადი მიღწევა; ეს არის ყველა იმ ადამიანის საერთო წარმატება,
ვინც მხარი დამიჭირა და დაიჯერა ჩემი შესაძლებლობების“.

ეთო იოსებიძე, დირექტორი, საგადასახადო ანგარიშგება და სტრატეგიული მომსახურებები:

"ჩემთვის დიდი პატივია, უკვე როგორც დირექტორმა, განვაგრძო საქმიანობა PwC საქართველოში. მადლობა მთელს გუნდს, რომლის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი იყო ამ მიღწევის აღსრულებაში. PwC არის ადგილი, სადაც მიზანდასახულობა და საქმისადმი ერთგულება სათანადოდ ფასდება და პროფესიული ზრდისა და განვითარებისათვის უსაზღვრო შესაძლებლობები არსებობს. მე კი ჩემს გუნდთან ერთად განვაგრძობ ჩვენი მიღწევის შემდგომ განვითარებას, კლიენტების და ფირმის
საკეთილდღეოდ”.

ბენ პიტერსენი, დირექტორი, სატრანსფერო ფასწარმოქმნა:

"ჩემთვის პატივია PwC საქართველოში ვიკავებდე დირექტორის თანამდებობას. ეს დაწინაურება ასახავს ჩვენი გუნდის ერთობლივ ძალისხმევას. ახლა უკვე დირექტორის რანგში, მოხარული ვიქნები წვლილი შევიტანო ჩვენი კლიენტების ზრდასა და წარმატებაში საგადასახადო და სატრანსფერო ფასწარმოქმნის სფეროში ინოვაციური და გონივრული რჩევების შეთავაზებით. როგორც ქართული, ასევე რეგიონული
ბაზრისთვის, ეს ნიშნავს სატრანსფერო ფასწარმოქმნის სფეროში მაღალი კომპეტენციისა და წამყვანი პოზიციის შენარჩუნებას და კლინტებისათვის საუკეთესო გადაწყვეტილებებზე მარტივ ხელმისაწვდომობას.

ლაშა ჯანელიძე, PwC საქართველოს მმართველი პარტნიორი, დაწინაურებების შესახებ:

”ისეთი ნიჭიერი და გამოცდილი თანამშრომლების დაწინაურება, როგორებიც არიან ნანა, ეთო და ბენი,
ასახავს ჩვენს სურვილს შევქმნათ ახალი ღირებულებები ფირმისა და კლიენტებისთვის. ასეთი დაწინაურებები წარმოადგენს ფირმის პასუხისმგებლობას და მიზანს განავითაროს PwC-ის საქმიანობა
საქართველოსა და რეგიონში. თითოეულ ახალ დირექტორს მოაქვს თავისი უნიკალური ცოდნა და გამოცდილება, საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღების უნარები, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენს შესაძლებლობას განვავითაროთ ინოვაციური და კლიენტებზე მორგებული მომსახურებები".

ნანა ჩხობაძის შესახებ

ნანა არის სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის წევრი 16-წლიანი გამოცდილებით, და ხელმძღვანელობს PwC საქართველოს კაპიტალური ბაზრების და ბუღალტრული აღრიცხვის საკონსულტაციო მომსახურებებს. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში საბუღალტრო საკონსულტაციო მომსახურების ბაზრისა და პროდუქტების ჩამოყალიბების პროცესში. ნანას აქვს ფართო
სპექტრის ცოდნა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) და საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს) სფეროში, უზრუნველყოფს რა საკონსულტაციო მომსახურებას სხვადასხვა ინდუსტრიებისთვის, ნანა აქტიურად არის ჩართული დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის კუთხით.

ნანას ფლობს ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს ფინანსებისა და ბუღალტრული აღრიცხვის
განხრით, იგი არის სერტიფიცირებული აუდიტორი და პროფესიონალი ბუღალტერი, სათანადო
გამოციდლებით მისი საქმიანობის სფეროში. ნანას სტრატეგიული ხედვის დამსახურებით PwC
საქართველომ კიდევ უფრო განამტკიცა თავისი პოზიცია, როგორც სანდო მრჩევლმა, კერძო და საჯარო
სექტორებში.

ეთო იოსებიძის შესახებ

ეთოს გამოცდილება ფინანსების სფეროში 20 წელზე მეტს ითვლის. მას ეკავა სხვადასხვა თანამდებობები საბანკო და საწარმოო ინდუსტრიებში, მათ შორის დირექტორის და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების ხელმძღვანელის. PwC საქართველოში მისი სამუშაო გამცდილება 2015 წლიდან იწყება, სადაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საგადასახადო ანგარიშგებისა და სტრატეგიული მომსახურებების (TRS) პრაქტიკის ჩამოყალიბებაში; მან უზრუნველყო დაენერგა მაღალი სტანდრატები ბუღალტრულ აღრიცხვაში, სახელფასო და საგადასახადო შესაბამისობის კუთხით სხვადასხვა ინდუსტრიის კლიენტებისთვის მომსახურების გაწევისას.

ეთო ეხმარება ბიზნესებს კომპლექსურ საბუღალტრო გამოწვევებს გაუმკლავდნენ და მდგრად წარმატებებს მიაღწიონ. მას სჯერა თანამშრომლობის ძალის, და მუდამ მოუწოდებს მის გუნდს მიაღწიონ
თანმიმდევრულ შედეგებს და დაამყარონ ხანგრძლივი ბიზენს ურთიერთობები.

ბენ პიტერსენის შესახებ

სატრანსფერო ფასწარმოქმნის სფეროში 13 წელზე მეტი მუშაობის საერთაშორისო გამოცდილებასთან
ერთად, ბენი ექსპერტია მრავალნაციონალური კორპორაციებისთვის მომსახურების მიწოდებაში. მისი
უნარები მოიცავს სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაციის დეტალურ მომზადებას, ზედმიწევნითი
ეკონომიკური ანალიზის და შედარებითი კვლევების ჩატარებას, ინფორმირებული ტექნიკური შეფასებების მიწოდებას. ბენი წარმატებით ახორციელებს კლიენტებისთვის სახელმძღვანელო მითითებების უზრუნველყოფას სატრანსფერო ფასწარმოქმნის დავებთან დაკავშირებით, დარგის პრინციპების სიღრმისეულ ცოდნის გამოყენებით. ბენი ზრუნავს სატრანსფერო ფასწარმოქმნაზე მომუშავე გუნდების ცოდნის გაღრმავებაზე ევრაზიის მასშტაბით და სწორედ ამ მიზნით მისი დამსახურებაა სატრანსფერო ფასწარმოქმნის ერთიანი გუნდის OneEurasia ჩამოყალიბება, რომელიც აერთიანებს გამოცდილებას რეგიონალურ დონეზე. ეს კი შესაძლებელს ხდის კლიენტებისთვის გამორჩეული და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებები განხორციელდეს.

PwC-ის შესახებ

PwC-ის მიზანია საზოგადოებაში ნდობის ამაღლება და მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაში მათი დახმარება. ქსელში შემავალი ფირმები 151 ქვეყანაშია განთავსებული და მასში დასაქმებულია 360,000-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალხარისხიან აუდიტორულ, საკონსულტაციო და საგადასახადო მომსახურებებს.

PwC საქართველოს ოფისი თბილისში 2005 წელს გაიხსნა. ჩვენ, შპს ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველოში, ვმუშაობთ რათა დავეხმაროთ ჩვენს კლიენტებს ადგილობრივ ბაზარზე გახდნენ უფრო წარმატებულები და გლობალურად კონკურენტუნარიანები. დღესდღეობით, თბილისის ოფისში 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. "PwC" ნიშნავს ფრაისუოთერჰაუსკუპერს ინტერნეიშენალ ლიმიტედ-ის კომპანიების ქსელს, რომელთაგან თითოეული არის ცალკე დამოუკიდებელი იურიდიული პირი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები