2026 წლის პირველ კვარტალში ელემენტიანი ელექტრომობილების (BEV) გლობალური გაყიდვები წლიურად (YoY) 5%-ით გაიზარდა.
BEV-ები კვლავ დომინირებენ ელექტრომობილების (EV) მთლიან გაყიდვებში 2/3-იანი წილით, მაშინ როცა 2026 წლის პირველ კვარტალში დასატენი (Plug-in) ჰიბრიდების გაყიდვები წლიურად 5%-ით შემცირდა.
BEV-ებმა მსუბუქი ავტომობილების გლობალური გაყიდვების 14% შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური მაჩვენებლის მსგავსია.
ჩინეთი კვლავ ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად დარჩა. მასზე BEV-ების გლობალური გაყიდვების 45% მოდის; ჩინეთს ევროპა და აშშ მოჰყვებიან. თუმცა, ჩინეთში BEV-ების გაყიდვები წლიურად 15%-ით შემცირდა.
მომხმარებელთა მოთხოვნის ნაკლებობამ, სამთავრობო სუბსიდიების ვადის გასვლამ, ელექტრომობილებზე საგადასახადო შეღავათების გაუქმებამ და ავტომობილების გაცვლის სუბსიდიებში ცვლილებებმა ჩინეთში BEV-ების გაყიდვები შეამცირა.
მოდელების დონეზე, კვარტალის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილები იყვნენ Tesla Model Y, Galaxy Xingyuan და Tesla Model 3.
სამგზავრო ელემენტიანი ელექტრომობილების (BEV) გლობალური ბაზრის წილი, 2024 წლის II კვარტალი – 2026 წლის I კვარტალი
| ბრენდები | Q2 2024 | Q3 2024 | Q4 2024 | Q1 2025 | Q2 2025 | Q3 2025 | Q4 2025 | Q1 2026 |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| Tesla | 17% | 17% | 14% | 12% | 12% | 13% | 10% | 13% |
| BYD Auto | 17% | 16% | 16% | 15% | 18% | 16% | 15% | 11% |
| Geely | 8% | 9% | 9% | 11% | 11% | 10% | 9% | 10% |
| სხვები | 58% | 59% | 61% | 61% | 60% | 61% | 66% | 66% |
მთავარი ავტომწარმოებლების ანალიზი:
Tesla
2026 წლის პირველ კვარტალში Tesla-მ დაიბრუნა ლიდერის პოზიცია გლობალურ BEV გაყიდვებში ფა ბაზრის თითქმის 13% წლიური 6%-იანი ზრდით დაიკავა. თუმცა, აშშ-ში Tesla-ს გაყიდვები წლიურად 2%-ით შემცირდა. ეს ასახავს ელექტრომობილებზე დაწესებული ფედერალური საგადასახადო შეღავათების ვადის ამოწურვის შემდეგ, მომხმარებელთა მოთხოვნის ელექტრომობილებიდან სხვა ტიპის ძრავებზე ეტაპობრივ გადართვას. Tesla ასევე აგრძელებს მზარდ კონკურენციასთან გამკლავებას ჩინელი ავტომწარმოებლების მხრიდან, განსაკუთრებით ხელმისაწვდომი ელექტრომობილების სეგმენტში, სადაც ფასებთან დაკავშირებული წნეხი ინტენსიური რჩება. ამავდროულად, კომპანიის ფოკუსირება პროგრამულ განახლებებზე, ავტონომიური მართვის ტექნოლოგიებსა და წარმოების ეფექტიანობაზე კვლავ განასხვავებს მას ტრადიციული ავტომწარმოებლებისგან. კვარტალის განმავლობაში კომპანიის ყველაზე გაყიდვადი მოდელები იყვნენ Tesla Model Y, Model 3 და Model S. Tesla-მ ოფიციალურად შეწყვიტა Model S-ისა და Model X-ის წარმოება და ფოკუსირდება მხოლოდ Model Y-ზე, Model 3-ზე, Cybertruck-სა და მომავალ პატარა ელექტრომობილზე, რომელიც Model 3-ის ბაზაზე შეიქმნება.
BYD Auto
2026 წლის პირველ კვარტალში BYD-ის BEV გაყიდვები წლიურად 25%-ით შემცირდა და დაახლოებით 300 000 ერთეული შეადგინა. თუმცა, კომპანიამ კვლავ ძლიერი მაჩვენებლები აჩვენა საზღვარგარეთის ბაზრებზე, როგორებიცაა ევროპა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და ლათინური ამერიკა. BYD-იმ თითქმის მეოთხედი მილიონი ავტომობილის ექსპორტი განახორციელა, ხოლო მისი BEV გაყიდვების მესამედზე მეტი საერთაშორისო ბაზრებზე მოდის. BYD-ის მთავარი უპირატესობა მის მრავალფეროვან პორტფელშია, რომელიც მოიცავს BEV, PHEV და EREV მოდელებს, განსაკუთრებით კომპაქტური SUV-ების და სედანების სეგმენტებში. მისი კონკურენტული ფასები, მასშტაბური წარმოება და ძლიერი ვერტიკალური ინტეგრაცია განაგრძობს მისი საბაზრო პოზიციის გამყარებას. 2026 წლის პირველ კვარტალში კომპანიის ყველაზე გაყიდვად მოდელებს შორის იყვნენ BYD Dolphin Mini, Sealion 7 და Dolphin.
Geely Holding
2026 წლის პირველ კვარტალში Geely Holding Group-მა გლობალურ BEV გაყიდვებში მესამე ადგილი დაიკავა და ბაზრის დაახლოებით 10%-იანი წილი მოიპოვა, მიუხედავად გაყიდვების წლიური 4%-იანი ვარდნისა. კომპანიამ სარგებელი მიიღო თავის ბრენდებზე (Galaxy და Zeekr) ძლიერი მოთხოვნის შედეგად, განსაკუთრებით ჩინეთის ბიუჯეტურ და საშუალო კლასის ელექტრომობილების სეგმენტებში. Geely-ის სტრატეგია, შესთავაზოს მომხმარებლებს ხელმისაწვდომი ელექტრომობილები მოწინავე პროგრამული უზრუნველყოფითა და „ჭკვიანი“ ფუნქციებით, კვლავ იზიდავს ადგილობრივ მყიდველებს და აძლიერებს მის პოზიციას ჩინეთის უაღრესად კონკურენტულ EV ბაზარზე. მის ბრენდებს შორის Galaxy-ზე ჯგუფის მთლიანი BEV გაყიდვების თითქმის ნახევარი მოდიოდა. ამ პერიოდში ჯგუფის ყველაზე გაყიდვადი მოდელები იყვნენ Galaxy Xingyuan და ZEEKR 7X.


















