მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქადაგიძე თიბისის საქმეზე: "ფულის გათეთრების ნიშნები ამ ტრანზაქციაში რთულად დასანახია"

5c811d942f34f
სალომე მეცხვარიშვილი
07.03.19 17:31
812
"თუ დამატებითი ძალიან სერიოზული მტკიცებულებები არ წარმოადგინა პროკურატურამ, ფულის გათეთრების ნიშნები ამ ტრანზაქციაში ძალიან რთულად დასანახია"- ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სასამართლოში გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ის თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იყო მისული.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის საჭირო საქმის საჯაროობა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქადაგიძე სასამართლოში გამოკითხვაზე თიბისი ბანკის საქმეზე იყო დაბარებული. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე 17 მილიონი დოლარის გათეთრებას ეხება. სადავო ტრანზაქცია 2008 წელს არის შესრულებული, 2007-2008 წლებში ქადაგიძე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა, 2008-2009 წლებში კი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები