ვინ და როგორ უნდა დაიცვას მოქალაქე სტიქიის დროს და რამდენად არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული საფრთხეების პრევენციის და ადამიანების სიცოცხლის და საკუთრების უფლების დაცვა. თუ წარსულში კლიმატის ცვლილებაზე მსჯელობა ძირითადად მეცნიერების, გარემოსდამცველებისა და პოლიტიკოსების ვიწრო წრეში მიმდინარეობდა. დღეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა - სტიქიისას ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის თუ საკუთრების დაცვა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ საკითხად იქცა. საერთაშორისო და ევროპის სასამართლოებმა შექმნეს პრაქტიკა, სადაც სახელმწიფოს ევალება ჰქონდეს არა მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი პოლიტიკა, არამედ განახორციელოს რეალური და დროული მოქმედება საფრთხეების აცილებისთვის. ეს ტენდენცია მკვიდრდება საქართველოშიც, სადაც სასამართლოები სტიქიებისა და ინფრასტრუქტურული ჩავარდნების დროს სახელმწიფო ორგანოების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ. რაში გამოიხატება სახელმწიფოს ვალდებულებები კლიმატურ რისკებთან ბრძოლაში და როგორია სასამართლოს პრაქტიკა ამ მიმართულებით?
სტუმარი: ნინო ლიპარტია - იურისტი/ საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, თავმჯდომარე


































