დროებით ოკუპირებულ გალში, ქალაქის საზღვრებში ღორის ძოვება აიკრძალა, "სპუტნიკის" ინფორმაციით, გალის ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღორთან ერთად, აკრძალვა ყველა იმ პირუტყვს შეეხება, რომელიც ეკონომიკას ზიანს აყენებს.
პირუტყვის ძოვებისთვის პირველადი ჯარიმა 1500 რუბლით განისაზღვრა, განმეორების შემთხვევაში კი 5000 რუბლის ჯარიმა არის გათვალისწინებული.
როგორც ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კონსტანტინ ფილია აცხადებს, თუ მოსახლეობა კანონს არ დაიცავს, ე.წ. მთავრობას უფლება ექნება, ცხოველები დაკლას, ხორცი კი საბავშვო ბაღებს მიაწოდონ.