მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქალაქები, რომლებიც ავტომობილებზე უარს ამბობენ

58b3c83aafdb8
BM.GE
27.02.17 11:00
1458
გარემოს დაცვისა და ჰაერის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, განვითარებული მსოფლიო ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვებს აწესებს. შედეგად, მსოფლიო ქალაქების ნაწილი რიგ შემთხვევებში ავტომობილით გადაადგილებას კრძალავს.

მსგავსი ქალაქების ათეულში ხვდება მაგალითად, ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო, რომელიც 2019 წლისთვის ავტომობილების გამოყენებას სრულად აკრძალავს.

საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში შაბათ -კვირას ძველი მანქანებით გადაადგილება აკრძალულია, შაბათობით კი სრულადაა აკრძალული ავტომობილით გადაადგილება.

2020 წლისათვის ლონდონში დიზელზე მომუშავე ავტოტრანსპორტის აკრძალვა იგეგმება.

მადრიდში 2020 წლისათვის 24 ყველაზე გადატვირთულ ქუჩაზე მოხდება ავტომობილით გადაადგილების აკრძალვა.

ჰამბურგი აპირებს განავითაროს ე.წ მწვანე გარემო, ამის საფუძველზე კი ქალაქის 40% -ში შეიზღუდება ავტოტრანსპორტით მოძრაობა, კოპენჰაგენში იგება 500-კილომეტრიანი გზა ველოტრანსპორტისათვის. ათენში 2025 წლისთვის ყველა მანქანა, რომელიც დიზელზე მუშაობს აიკრძალება. ბრიუსელი, ისევე როგორც პარიზი, მანქანისგან თავისუფალ შაბათს ირჩევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები