მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალაქები, რომლებშიც სოციალურ უზრუნველყოფაზე ყველაზე მეტი თანხა იხარჯება

5b0548a425e4c
მეგი კავთუაშვილი
23.05.18 15:40
924
პროცენტულად ყველაზე დიდ თანხას სოციალურ უზრუნველყოფაზე თბილისი ხარჯავს. ასევე მაღალი მაჩვენებელი აქვთ ბოლნისის, ბორჯომის, გორის, ახალგორის, სამტრედიის და შუახევის მუნიციპალიტეტებს. სოციალურ პროგრამებზე გაწეული ხარჯის სიმცირით კი გარდაბნის, თიანეთის, ლანჩხუთის, ონის და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტები ლიდერობს. კვლევა საერთაშორისო ორგანიზაციებმა “გაეროს ბავშვთა ფონდმა“ და „ევროკავშირი საქართველოსთვის“ ჩაატარეს. რომლის ფარგლებშიც 6 სამინსიტროსთან ერთად 71 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შეისწავლეს. საანგარიშო პერიოდად კი 2014-2016 წლები აიღეს

„კვლევის საფუძველზე მოპოვებული ინფორმაცია გვაჩვენებს, რომ ცენტრალურ დონეზე ბიუჯეტიდან სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე უფრო მეტი თანხა გამოიყოფა, ვიდრე ადგილობრივი ბიუჯეტებიდან. 2014-2016 წწ. მონაცემებით სოციალურ პროგრამებზე ბიუჯეტის თითქმის 10%-ით მეტი იხარჯება ცენტრალურ დონეზე, ვიდრე მუნიციპალიტეტების დონეზე. იგივე ტენდენცია შეიმჩნევა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზეც. 2016 წლის მონაცემებით, ცენტრალური ბიუჯეტის 7% დაიხარჯა აღნიშნული სახის დახმარების გაცემაზე, მაშინ როდესაც მუნიციპალური ბიუჯეტის მხოლოდ 2% მოხმარდა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებს”,- ნათქვამია კვლევის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები