მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქალაქი ქალაქში“ - რას გულისხმობს „ტექტო ჯგუფის“ ახალი პროექტი?

63a1a87e05b5c
ლიკა მეგუთნიშვილი
19.12.22 23:28
1149
ქართულმა სამშენებლო კომპანია „ტექტო ჯგუფმა“ უკვე ერთი წელია, რაც დეველოპერული მიმართულებით მუშაობა აქტიურად დაიწყო.

„ტექტო ფრანკო“ - ეს არის პირველი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელსაც „ტექტო ჯგუფი“ ახორციელებს და ის ბათუმში, კონცელიძის ქუჩაზე მდებარეობს. პროექტი 11 000 კვ.მ ფართობზეა გაშენებული და საერთო ჯამში 813 ბინას მოიცავს.

საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ამჟამად მშენებლობის ეტაპზეა, ოთხ კორპუსს აერთიანებს. კორპუსების მშენებლობა კი ეტაპობრივად, 2024-დან 2027 წლამდე დასრულდება.

როგორც „ტექტო ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ერეკლე ქაჯაიამ „ფორბს კვირაში“ სტუმრობისას განაცხადა, „ტექტო ფრანკო“ არა მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსი, არამედ ე.წ. „ქალაქი ქალაქში“ იქნება, სადაც ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნება და პირველადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მაცხოვრებელს კომპლექსის დატოვება არ მოუწევს.

„ამ კომპლექსში ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნება: სპორტული მოედნები, აუზი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბაღი, სკვერი, რეკრეაციული ზონა, კომერციული ფართები, ჰიპერმარკეტები, მიწისქვეშა პარკინგი. გაყიდვების დინამიკა ძალიან კარგად მიდის. ეს განაპირობა იმან, რომ სანამ ბინების გაყიდვებს დავიწყებდით, 3 სართული უკვე აშენებული გვქონდა, რამაც ჩვენს მიმართ ნდობა გაზარდა“ , - აცხადებს ერეკლე ქაჯაია.

„ტექტო ჯგუფი“ კომპლექსის მშენებლობის პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოზე ამახვილებს.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, 11 000 კვ.მ ფართობიდან 6 000 კვ.მ ფართობს სრულად რეკრეაციული სივრცე იკავებს.

„პროექტის ეკოლოგიური მდგომარეობა არ არის ხელოვნურად შექმნილი, ეს კომპლექსი მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარეობს და ჩვენი მიზანია, სრულად განვავითაროთ და წინ წამოვწიოთ ამ ადგილის ღირსებები. ეს არის ორი კლდოვანი ნაპირით ზღვაში შეჭრილი ადგილი და თავისი მთისა და ზღვის პეიზაჟებით ნამდვილად გამორჩეულია. გარდა ბუნებრივი გარემოსი, ჩვენ ისეთი კონცეფცია შევქმენით, რომ კომპლექსი მაქსიმალურად ეკოლოგიურად სუფთა იყოს. მაგალითად, გვაქვს ორსართულიანი საპარკინგე სივრცე, სადაც ავტომობილები ჩავლენ ისე, რომ ისინი კომპლექსის ტერიტორიაზე არ გაივლიან და აქედან გამომდინარე საცხოვრებელი სივრცე გამონაბოლქვისა და ბუნების დაბინძურებისგან დაცული იქნება“ , - განაცხადა „ტექტო ჯგუფის“ დამფუძნებელმა ერეკლე ქაჯაიამ.

ცნობისთვის, „ტექტო ჯგუფი“ ქართული სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს: ბლოკს, ბეტონსა და წებო-ცემენტს აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები