მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალაქმშენებლობის თემაზე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებმა ქალაქმშენებლობის თემაზე შექმნილი პროექტები და კვლევითი ნამუშევრები გამოფინეს. ექსპოზიცია აერთიანებს ქალაქებისა და მცირე დასახლებების დაგეგმარების კონცეფციებს, ურბანულ კვლევებს, სხვადასხვა ტერიტორიის კრიტიკულ ანალიზსა და განვითარების გაუმჯობესების გზების შეფასებას. გამოფენის მთავარი მიზანია ქალაქმშენებლობის მიმართულებით სტუდენტების აკადემიური და პრაქტიკული საქმიანობის წარმოჩენა და იმ პროფესიული პოტენციალის ხაზგასმა, რომელიც ქვეყნის ურბანული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. როგორც გამოფენის ორგანიზატორები აღნიშნავენ, საქართველოში ქალაქმშენებლობის დარგის კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე. სწორედ ამ საჭიროების გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიზნად ისახავს ქალაქმშენებლობის სფეროში ახალი კადრების მომზადებას, რომლებიც მომავალში შეძლებენ როგორც ქვეყნის, ისე ცალკეული მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების საჭიროებებზე მუშაობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები