მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქალები ენერგეტიკაში" - "ქალები მომავლისთვის" და Shine Energy ღონისძიებას გამართავენ

შაინ ენერჯი
BM. GE
11.07.25 19:30
1099

21 ივლისს, 15:00 საათზე, ბიზნესფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ და მზის ელექტროსადგურების საინჟინრო და სამშენებლო კომპანია Shine Energy-ის პარტნიორობით, ღონისძიება - "ქალები ენერგეტიკაში" გაიმართება.

ღონისძიება ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს გააერთიანებს.

" ბიზნესფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ და მზის ელექტროსადგურების საინჟინრო და სამშენებლო კომპანია Shine Energy-ის პარტნიორობით გიწვევთ ღონისძიებაზე „ქალები ენერგეტიკაში“.

ღონისძიება აერთიანებს ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლებს.

ძირითადი თემები მოიცავს:

  • ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირებას ენერგეტიკის დარგში;
  • ენერგეტიკის დარგის განვითარება, ინოვაციები და მდგრადობა საქართველოში;
  • საერთაშორისო პარტნიორობის, სახელმწიფოსა და კომერციული ინსტიტუტების როლი მწვანე ენერგეტიკის განვითარებაში;
  • კერძო სექტორის ხედვა მიღწევები და გამოწვევები;
  • ქალების ენერგეტიკაში არსებული პროგრამები და საჭიროებები;

დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით. მონაწილეობის დადასტურება მოხდება განაცხადის მიღებისა და გადარჩევის შემდეგ. დადასტურებულ მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია ელფოსტით გაეგზავნებათ." - ნათქვამია განცხადებაში.

სარეგისტრაციოდ ეწვიეთ ლინკს: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfJZVNTnXD8ds0Wy4UjT_71SXyUEGDt93J7JwGP8mrZ9_oK3A/viewform

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები