მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალები ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პროცესში ბარიერებს აწყდებიან - სად არის გამოსავალი?

საქართველოში ქალები ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პროცესში არაერთ ბარიერს აწყდებიან, რაც მათ ხელს უშლით, ბიზნესსაქმიანობები არათუ დაიწყონ და განავითარონ, არამედ სამუშაო ადგილების შექმნაში, სიღარიბის შემცირებასა და ეკონომიკის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემებით, ქალთა მიერ დაფუძნებული საწარმოები კაცთა მიერ დაფუძნებულს ჩამორჩება და 2022-ის მონაცემებით, მხოლოდ 30%-ს შეადგენს. ორგანიზაციის მიხედვით, ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნესების მხოლოდ 11.5%-ს ჰყავს ქალი მეწილე უმრავლესობაში. როგორ შეიძლება საქართველოში ერთობლივი, ეფექტიანი ინიციატივების შესრულება ქალთა მეწარმეობის განვითარებისთვის - ამ თემაზე იმსჯელეს დღეს ღონისძიებაზე, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა. რა გამოწვევები აქვთ ქალებს ფინანსური ხელმისაწვდომობის, ინფორმაციაზე წვდომისა და ბიზნესსაქმიანობის დაწყების პროცესში?

სტუმარი: ელენე გაბელაია - გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები