მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქალები ხელოვნურ ინტელექტში“ - BTU-ს პროგრამის ახალი ნაკადის პრეზენტაცია

„ქალები ხელოვნურ ინტელექტში“ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, პროგრამის კიდევ ერთი ნაკადის სწავლება წარმატებით დაასრულა. ინიციატივა ხელს უწყობს ქალების ჩართულობას, ტექნოლოგიური უნარების განვითარებას და კარიერული შესაძლებლობების გაძლიერებას AI-სა და ვებ-დეველოპმენტში. გუშინ გამართულ ღონისძიებაზე, ბენეფიციარები, ლექტორები და ინდუსტრიის წარმომადგენლები ერთად აღნიშნავდნენ ინიციატივის მნიშვნელობას - ქალთა გაძლიერებას, ტექნოლოგიებში მრავალფეროვნების წახალისებას და ქვეყნის ინოვაციური განვითარების ხელშეწყობას. პროგრამა აგრძელებს 500 Women in Tech - ის წარმატებულ მემკვიდრეობას, რითაც კიდევ უფრო აძლიერებს გენდერული თანასწორობისა და ციფრული უნარების განვითარებას საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები