მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალები, რომლებმაც 2021 წლის ისტორია შექმნეს

61dbc2e197feb
თათია კაკიაშვილი
11.01.22 00:45
1030
მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის“ ვიდეორგოლზე დაყრდნობით, გაგაცნობთ 9 ქალს, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში 2021 წლის ისტორია შექმნეს.

1. ნაჯლა ბუდენ რომდჰანე - 2021 წლის სექტემბერში 63 წლის ნაჯლა ტუნისის პირველი ქალი პრემიერ მინისტრი გახდა. ამასთან, სამოაში ფიამე ნაომი მატაფამ, ხოლო შვედეთში - მაგდალენა ანდერსონმა იგივე თანამდებობები დაიკავეს, რითაც შესაბამის ქვეყნებში პირველი ქალი პრემიერ მინისტრები გახდნენ.

2. ნიგერიელი ნგოზი ოკონჯო ივეალა - მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი გახდა. ის გახლავთ პირველი ქალი და პირველი აფრიკელი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა.

3. მარია რესა - ფილიპინელი ჟურნალისტია, რომელმაც ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო ნამუშევრისთვის “გამოხატვის თავისუფლების დაცვა”.

4. ფლორა დაფიმ  2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ქალთა ტრიატლონში გაიმარჯვა და ბერმუდის პირველი ოქროს მედალი გადაეცა.

5. უალი ფანქი - 82 წლის ყოფილი პილოტია. ის ყველაზე უხუცესი ადამიანია, რომელიც კოსმოსში გაფრინდა ჯეფ ბეზოსის ბორტით სახელად New Shephard.

6. სიმონ ბაილსი - ამერიკელი ტანმოვარჯიშეა, რომელიც პირველი ქალია, ვინც შეჯიბრში იურჩენკოს ურთულესი ორმაკი პაიკის მეთოდით დაეშვა. 

7. ქლოე ჯაო - Nomadland-ის შემქმნელია, რომელიც პირველი ფერადკანიანი ქალია, ვინც ოსკარზე საუკეთესო რეჟისორად დასახელდა. ამასობაში ქლოე ისტორიაში მეორეა, ვინც ეს ჯილდო მიიღო.

8. ძალოსანი ლორენ ჰაბარდი გახდა პირველი ღიად ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც ოლიმპიური თამაშებში მიიღო მონაწილეობა.

9. კამალა ჰარისი - 2021 წლის იანვარში გახდა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი. ის პირველი ფერადკანიანი და პირველი ქალია, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები