მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქალების მიერ შექმნილი ორასამდე საწარმო - საქართველოს ბანკის მხარდაჭერა

BM.GE
14.02.22 23:33
573
გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და საქართველოს ბანკმა ბიზნესში ქალთა ლიდერობის მხარდაჭერის მიზნით,ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. თანამშრომლობის ფარგლებში ისინი ქალების მიერ შექმნილ ორასამდე დამწყებ საწარმოს უპრეცენდენტო დახმარებას გაუწევენ. საქართველოს ბანკის, შვედეთის მთავრობისა და UNDP-ის ფინანსური ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივიი პროგრამის ფარგლებში „მეწარმე ქალთა სკოლაც“ დაარსდება. პარტნიორობის ფარგლებში შემუშავებული მოდელი საწარმოების მხარდაჭერის სრულ ციკლს ითვალისწინებს რომელიც ოთხ ძირითად სფეროს მათ შორის თეორიულ განათლებას, პრაქტიკულ უნარების ჩამოყალიბებას, დაფინანსებაზე წვდომას და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნას მოიცავს.
 
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები