მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალი გამომგონებლების უახლესი მიღწევები - Euronews

5e5279beb2356
მარიამ ადამია
23.02.20 20:00
1739
პლანშეტი უსინათლოებისთვის, შავი ხვრელის ფოტო, ტექნოლოგია, რომელიც კედლის მიღმა გამოსახულების დანახვის საშუალებას გვაძლევს - ეს და კიდევ სხვა მრავალი გამოგონება, რომელსაც თანამედროვე მეცნიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, ქალბატონებს ეკუთვნის. „ევრონიუსმა“ კი, ყველა ეს ქალბატონი ერთ სიაში გააერთიანა, მათ შორის არის კეტრინ ბოუმანია - 29 წლის მეცნიერი, რომლის შექმნილმა კომპიუტერულმა ალგორითმმა, ისტორიაში პირველად შავი ხვრელის ფოტო დაგვანახა. პროექტზე მეცნიერი 2013 წლიდან მუშაობა, თუმცა მანამდე დაამთავრა მიჩიგანის და შემდეგ მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ხოლო ალგორითმის გამოგონების შემდეგ, კეტრინი მეცნიერთა ჯგუფთან ერთად პროექტის დახვეწაზე 6 წელი მუშაობდა.

თანამედროვე მსოფლიოში ისტორიული ნაბიჯი გადადგა ამერიკელმა ნიკოლ გაუდელმა, რომლის მიერ გამოგონებული ტექნოლოგია ხელს უშლის ისეთი დაავადებების შთამომავლობით გადაცემას, როგორებიც არის მაგალითად ალცჰეიმერი, პარკინსონი და კიბოს მრავალი სახეობა. ანუ გამოდის, რომ გამოგონება დნმ-ში სხვადასხვა კომპლექსებს გარდაქმნის, რაც ადრე შეუძლებელი ჩანდა.

კიდევ ერთი მეცნიერი ინდოელი რიტა რამანია, რომელმაც შექმნა სპეციალური 3D პრინტერი, რომელსაც შეუძლია „დაბეჭდოს“ ცოცხალი უჯრედები და ცილები, რომლებიც შემდგომში ქმნიან კუნთოვან ქსოვილს და მომავალში, ისინი სასარგებლო იქნება იმ მეცნიერებისთვის, რომლებიც ორგანიზმში წამლების მიწოდების მეთოდებს ავითარებენ.

ქალი მეცნიერის გამოგონილია ასევე მსოფლიოში პირველი პლანშეტი უსინათლოებისთვის, ასევე მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია ადამიანის გამოსახულება და მისი მოძრაობა კედლის მეორე მხრიდან დაინახოს, რაც სამომავლოდ მაშველებს საშუალებას მისცემს მარტივად იპოვონ გადარჩენილები კატასტროფის დროს.

ქალ-მეცნიერს ეკუთვნის ასევე ტექნოლოგია, რომელიც დაბინძურებულ წყალს ფილტრავს და ისეთ ქვეყნებში, სადაც სუფთა წლის ნაკლებობაა, ადამიანებს ეხმარება გადარჩენაში, თუმცა ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, იმ მიღწევებისა, რაც ქალებმა მსოფლიოს გადასარჩენად გასწიეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები