პანდემია აღმოჩნდა ის, რამაც მცირე ბიზნესებს კარგად ასწავლა რთულ სიტუაციებთან გამკლავება. ონლაინ გაყიდვები კი არაერთი სექტორის გადარჩენის მთავარ გასაღებად სახელდება. სწორედ ამიტომ, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, 2021 წელი წარმატების და ზრდის მომტანი აღმოჩნდა ქალი მეწარმეების მიერ წამოწყებული საქმიანობებისთვის. შარშან ქალი მეწარმეების ნაწილმა საექსპორტო არეალი გააფართოვა და საკუთარი პროდუქციის გაყიდვებიც გაზარდა.