ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, გუშინ ექსპო ჯორჯიაში, ქალთა დასაქმების ფორუმს უმასპინძლეს. ღონისძიებაში 40-ზე მეტი კერძო კომპანია იღებდა მონაწილეობას და სამუშაოს მაძიებელ ქალებს 300-მდე ვაკანსია შესთავაზეს.
როგორც გითხარით, ღონისძიება 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და აღსანიშნავია, რომ წელს ქალთა საერთაშორისო დღის მთავარი გზავნილი „გაზარდე ინვესტიციები ქალებისთვის, დააჩქარე პროგრესი“ აქცენტს სწორედ ქალების პოტენციალსა და შესაძლებლობებში ინვესტირების მნიშვნელობაზე აკეთებს, მოუწოდებს ყველას, გააერთიანონ ძალისხმევა გენდერული თანასწორობის მიღწევის, დემოკრატიული საზოგადოებებისა და სამართლიანი ეკონომიკის მშენებლობისთვის.
სტუმარი: ქეთი შუბაშვილი - გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსი;