მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში" - გაერო ახალ პროექტს იწყებს

5c0df8cd16be5
თელარა გელანტია
10.12.18 09:24
927
გაეროს ქალთა ორგანიზაცია ახალ პროექტს - „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ იწყებს.

პროექტის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება.

ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობის, დონორი ორგანიზაციების, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან, იმ ძირითად მიგნებებსა და დასკვნებზეც იმსჯელებენ, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში CRRC-საქართველოს მიერ ქალთა ეკონომიკური აქტივობის შესახებ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა.

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ მიზნად ისახავს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ქალების, განსაკუთრებით კი ღარიბი და მოწვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალების, ეკონომიკურ გაძლიერებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მათი ჩართულობის მხარდაჭერას.
პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდება, რათა სამიზნე ჯგუფის წარმომადგენელმა ქალებმა შეიძინონ თუ გააძლიერონ უნარები და გამოიყენონ ეკონომიკური შესაძლებლობები.

ამ მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საკანონმდებლო და სამთავრობო უწყებებთან ითანამშორმლებს.

საქართველოში პროექტი სამ სამიზნე რეგიონში — კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში გახორციელდება.

პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები