მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში

BM.GE
28.09.18 13:47
1023
გაერომ და მისმა ქალთა ორგანიზაციამ საქართველოში, არასამთავრობო სექტორის სხვა პარტნიორ წარმომადგენლებთან ერთად, გადაწყვიტა, მეტი ყურადღება დაუთმოს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. ლოგიკა ასეთია: ფინანსურად გამართული, თვითრეალიზებული ქალი უფრო ადვილად უმკლავდება ყველა სირთულეს, მათ შორის, უადვილდება, თავი დააღწიოს ოჯახურ ძალადობასაც, რადგან, ძალადობის ატანის მთავარი მოტივი, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ის არის, რომ ქალები ფინანსურად დამოუკიდებლები არ არიან. უახლესი კვლევა, რომელიც საქართველოში ამ მიმართულებით ჩატარდა, აჩვენებს, რომ ქალებს აქვთ პოტენციალი მეტი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში და ამ პოტენციალის რეალიზებაში მათ მთელი რიგი ფაქტორები უშლით ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები