მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალთა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახალი გუნდი ქალაქ პორტლენდიდან იქნება

WNBA ფართოვდება

WNBA ფართოვდება და ქალაქ პორტლენდს ასოციაციის რიგით მე-15 გუნდი ეყოლება. ინფორმაციას The Rose Garden Report ავრცელებს, რომლის ცნობითაც ორგანიზაცია და ადგილობრივი მეწარმე კირკ ბრაუნი ერთმანეთთან წლების განმავლობაში საუბრობდნენ. გუნდს სათავეში ბათალის ოჯახი ჩაუდგება, რომელიც დიდი ალბათობით ლიგას 2026 წლიდან შეუერთდება.

პორტლენდის ქალთა საკალათბურთო ასოციაციაში დამატების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას 10 სექტემბერს ელოდებიან, თუმცა ამ დრომდე უცნობია თუ რა სახელი ერქმევა გუნდს.

ლიგის გაფართოების აუცილებლობა წლევანდელი დრაფტის შემდეგ დადგა დღის წესრიგში, მას შემდეგ რაც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ტალანტი, კეიტლინ კლარკი აირჩიეს. აქედან მოყოლებული დასწრებადობის მაჩვენებელი ყველა თამაშზე უკვე 10 ათასს აჭარბებს და უკანასკნელი ორი დეკადის მანძილზე მატჩის ნახვების რაოდენობა უმაღლეს ნიშნულზეა ასული, შედეგად კომპანიამ NBA-სთან ერთად 2,2 მილიარდიანი მედია კონტრაქტი გააფორმა.

ლიგის სამომავლო გაფართოებისთვის პორტლენდში არსებული გუნდი იქნება რიგით მესამე, ვინაიდან უკვე გადაწყვეტილია, რომ 2025 წელს ორგანიზაციას დაემატება “გოლდენ სტეიტ ვალკირისი” და 2026 წლიდან ჯერ კიდევ უსახელო გუნდი ტორონტოდან.

აღსანიშნავია, რომ “ვალკირისის” მფლობელ ჯო ლეიკობს გუნდის ლიგაში დამატება 50 მილიონი დოლარი უჯდება, ხოლო ტორონტოული კლუბის მფლობელ ლარი ტენენბაუმს 115 მილიონი დოლარი, ვინაიდან მას გაწევრიანების გარდა ტერიტორიაზე სავარჯიშო შენობის აგებაც სურს.

ცნობისთვის, WNBA-ში გუნდის საშუალო ღირებულება 96 მილიონი დოლარია, აქედან ყველაზე იაფფასიანი გუნდის “ატლანტა დრიმის” ღირებულება 55 მილიონი დოლარია, ხოლო ვეგასური “ეისის” კლუბის ფასი 140 მილიონ დოლარს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები