მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქალთა ფეხბურთში ყველაზე დიდი სატრანსფერო რეკორდი მოიხსნა

ქალთა საფეხბურთო რეკორდი

ამერიკულმა ქალთა საფეხბურთო კლუბმა, "ორლანდო პრაიდმა" სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა. ორლანდოელებმა მექსიკური "ტიგრესიდან" 25 წლის ფეხბურთელი ელიზაბეთ ჟაკლინ ოვალე 1,5 მილიონ დოლარად შეიძინა. "ორლანდო პრაიდმა" ოვალეს ტრანსფერით ოლივია სმითის ტრანსფერის რეკორდი მოხსნა, როდესაც კანადელი ფეხბურთელი "არსენალმა" "ლივერპულიდან" 1,3 მილიონ დოლარად შეიძინა.

''ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "ორლანდო პრაიდში" გადმოვედი. ჩემი მიზანი ტიტულების მოპოვებაა და კლუბში დიდი მემკვიდრეობის დატოვება. მზად ვარ, რომ გუნდის წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთო'' - განაცხადა მექსიკელმა ფეხბურთელმა.

ელიზაბეთი "ტიგრესში" 8 წლის განმავლობაში თამაშობდა. მან 294 მატჩში 136 გოლი გაიტანა და 103 საგოლე პასი გააკეთა. მექსიკელმა "ტიგრესთან" ერთად ქვეყნის ჩემპიონატი 6-ჯერ მოიგო. ოვალემ მექსიკის ნაკრების მაისური 81-ჯერ მოიგო და 20 გოლი გაიტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები