მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში გავრცელებული ფენომენია" - ეროვნული კვლევის შედეგები

5a9e7fed39284
მეგი კავთუაშვილი
06.03.18 15:47
2218
საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმები ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობა და ადრეული, იძულებითი ქორწინებაა. „ძალადობის ეს ფორმები იკვეთება ყველგან, შემოსავლის, კულტურისა თუ სოციალური კლასის მიუხედავად“ - ნათქვამია ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნულ ანგარიშში, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად ჩაატარა.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ იმ ქალების დაახლოებით 14%-მა, ვისაც ოდესმე ჰყოლია მეუღლე/პარტნიორი, განაცხადა, რომ განუცდია ფიზიკური, სექსუალური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობა მეუღლის/ ინტიმური პარტნიორის მხრიდან. 6%-მა განაცხადა, რომ ინტიმური პარტნიორის მხრიდან გამოუცდია ფიზიკური ძალადობა, ხოლო 2%-ს გამოუცდია სექსუალური ძალადობა. ქალთა თითქმის 10%-ს გამოუცდია რაიმე სახის ეკონომიკური ძალადობა მეუღლის/პარტნიორის მხრიდან.

ამავე კვლევის თანახმად ორსულობის დროს ფიზიკური ძალადობის მსხვერპლად თავი 15 000-მა ქალმა დაასახელა.

"37%-მა განაცხადა, რომ ორსულობის დროს მუცელში ჩაარტყეს მუშტი ან წიხლი. იმ ქალების 64 %, რომელმაც ორსულობის დროს ცემის შესახებ განაცხადა, ამბობს, რომ ცემა იყო ძალადობის მიმდინარე ციკლის ნაწილი, რომელსაც ერთი და იგივე პირი ახორციელებდა. უფრო მეტიც, 6%-მა განაცხადა, რომ ძალადობა ორსულობის დროს გამწვავდა", - ნათქვამია კვლევის შედეგებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები