მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა, თოვა.. - გადაადგილების რა შეზღუდვები მოქმედებს გზებზე?

საავტომობილო გზები

საქართველოს ტერიტორიაზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეზღუდვებით ხორციელდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით,

  • რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა.
  • თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.

  • ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, ხაშური-ვალეს საბაჟოს მონაკვეთზე, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (კოდა-სოფ.ალგეთი) და კმ110-კმ146 მონაკვეთებზე, ახალციხე-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახის გზებზე, საჩხერე-ონის გზაზე, ნაქერალას უღელტეხილზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე.
  • ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე, ფარავნის უღელტეხილზე, ბათუმი-ახალციხის გზის კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე, კალა-უშგულისა და მელე-ლსდილის მონაკვეთებზე.

საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები