მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქარელში საცურაო აუზების მოსაწყობად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ₾5,6 მლნ დაიხარჯა

6312e17d28446
ნინო ჩიბჩიური
03.09.22 09:37
1631
ქარელში საცურაო აუზების მოსაწყობად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 5 მლნ 588 ათას 995 ლარი დაიხარჯა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ახალგაზრდობის ქუჩაზე ორი ახალი საცურაო აუზი 5 სექტემბერს გაიხსნება. პროექტი მოიცავს დიდ და პატარა აუზებს, სატრენაჟორო სივრცეს და გათვლილია ყველა ასაკობრივ ჯგუფზე. ქარელის მერის ზაზა გულიაშვილის განმარტებით, ობიექტი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსდა, რომლისთვისაც საჭირო თანხები 2020-2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

“ობიექტი დაექვმდებარება ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ სასპორტო დაწესებულებების გაერთიანებას. სერვისი უფასო ვერ იქნება, რადგან აუზს თავისი ხარჯები აქვს და ბიუჯეტი მის დაფარვას ვერ გაწვდება. თუმცა ვმუშაობთ ახლა შეღავათების საკითხზე და განვსაზღვრავთ რომელი კატეგორიის ჯგუფებს შეეძლებათ მისი გამოყენება. საცურაო კომპლექსში 10 ადამიანია დასაქმებული. სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეები მთლიანად ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მოემსახურება“, - განუცხადა BM.GE-ს ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "საბა კონსტრაქშენმა" შეასრულა.



"პროექტის ფარგლებში ორი საცურაო აუზი მოეწყო, მოზრდილებისთვის 16/25-ზე და 2 მეტრი სიღრმე. ბავშვებისთვის 10/8-ზე, გასახდელებით, საშხაპეებით, სატრენაჟორო დარბაზით. აქვეა კაფე და 100 ადამიანზე განკუთვნილი ტრიბუნა, პერსონალისა და მწვრთნელების ოთახები“, - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა ნიკა ხანიშვილმა.

ტერიტორიის მთლიანი ფართობი 3 925 კვ.მ-ია, აქედან 1 984 კვ.მ განაშენიანებას უკავია, მათ შორის საცურაო აუზები 427 კვ.მ-ზეა განთავსებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები