მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქარის და მზის სადგურები, სადაც "ოცნების" თანახმად, "აჭარ ენერჯი" $460 მილიონის ინვესტიციას ჩადებს

ვინდ ენერჯი გრუპი

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯი“ ენერგეტიკის სექტორში 460 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციებს განახორციელებს. საინვესტიციო პროექტით დაგეგმილია ქარის ხუთი და მზის ერთი ელექტროსადგურების მშენებლობა, რაც ჯამში დაახლოებით 360 მგვტ დადგმული სიმძლავრეა. "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ „აჭარ ენერჯი" მზისა და ქარის სადგურების მშენებლობას 3-4 წელში დაასრულებს.

როგორც BMG-ის ეკონომიკის სამინისტროში უთხრეს „აჭარ ენერჯი" შემდეგ პროექტებს ააშენებს:

  • როდინაული 1 ადგილმდებარეობა: იმერეთის რეგიონი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი სიმძლავრე: 50 მგვტ გამომუშავება: 149,942 მლნ.კვტ.სთ;
  • როდინაული 2 ადგილმდებარეობა: იმერეთის რეგიონი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი სიმძლავრე: 50 მგვტ გამომუშავება: 151,739 მლნ.კვტ.სთ;
  • იმერეთის ქარის ელექტროსადგური ადგილმდებარეობა: იმერეთის რეგიონი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი სიმძლავრე: 50 მგვტ გამომუშავება: 149,062 მლნ.კვტ.სთ;
  • გორის ქარის ელექტროსადგური ადგილმდებარეობა: შიდა ქართლის რეგიონი, გორის მუნიციპალიტეტი სიმძლავრე: 80 მგვტ გამომუშავება: 286,638 მლნ.კვტ.სთ;
  • ბოტისის ქარის ელექტროსადგური ადგილმდებარეობა: შიდა ქართლის რეგიონი, ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფელ წვერის მიმდებარედ სიმძლავრე: 80 მგვტ გამომუშავება: 286,9896 მლნ.კვტ.სთ;
  • ქვემო ქართლის მზის ელექტროსადგური ადგილმდებარეობა: ქვემო ქართლის რეგიონი, მარნეულის მუნიციპალიტეტი სიმძლავრე: 50 მგვტ გამომუშავება: 91,912 მლნ.კვტ.სთ.

ბოლო წლებია მთავრობა აქტიურად საუბრობს ქარისა და მზის პროექტების განვითარებაზე, თუმცა ჯერჯერობით არცერთი ასეთი პროექტი არ განხორციელებულა. საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ჩართულია მხოლოდ ერთი მცირე ზომის 21-მეგავატიანი ქარის სადგური, მზის სადგური კი ჯერჯერობით არ გააჩნია.

“აჭარ ენერჯი” აჭარის რეგიონში ფლობს და მართავს კირნათისა და ხელვაჩაური 1-ის ჰიდროელექტროსადგურებს. კომპანიამ ენერგეტიკის სამინისტროსთან ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე 2012 წელს დაიწყო სადგურების მშენებლობა. ხელვაჩაური ჰესი 1, რომლის დადგმული სიმძლავრე 47 მგვტ-ია, 2017 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, ხოლო კირნათი ჰესი, დადგმული სიმძლავრით 51 მგვტ, 2018 წელს ამუშავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები