მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქარის ელექტროსადგურების პერსპექტივა საქართველოში - რა ეტაპზეა დაანონსებული პროექტები?

ენერგეტიკის სექტორში პირდაპირი მოლაპარაკების გზით კონტრაქტების გასაფორმებლად ეკონომიკის სამინისტროს ქარის ელექტროსადგურების ინვესტორებმა 61 განაცხადით მიმართეს. ჯამურად 435 განაცხადიდან ყველაზე ცოტა სწორედ ქარის ელექტროსადგურების პროექტებია. დაინტერესებული პირები, რომელიც დააკმაყოფილებენ წინასწარ განსაზღვრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კრიტერიუმებს, აუქციონის გარეშე, სახელმწიფოსთან პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად პროექტების განსახორციელებლად ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფიქსირებულ ტარიფს მიიღებენ. ფიქსირებული ტარიფები, რომლითაც პროექტის ინვესტორი 15 წლის განმავლობაში ისარგებლებს მეორე CFD აუქციონის გზით დადგინდა და ის ქარის ელექტროსადგურების შემთხვევაში 6 ცენტს შეადგენს. რამდენად მისაღებია აღნიშნულ ტარიფში ქვეყანაში ქარის ენერგიის პროექტების განხორციელება და ზოგადად რა ეტაპზეა წინა აუქციონში გამარჯვებული პროექტების მშენებლობა.

სტუმარი: თორნიკე ბახტურიძე - „უსასრულო ენერგიის“ აღმასრულებელი დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები